ზუგდიდში კაცმა ორი მეზობელი დაჭრა 

ზუგდიდში კაცმა ორი მეზობელი დაჭრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში 36 წლის პირმა ვ. შ.-მ ორი მეზობელი დანით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაჭრილის შვილი ავრცელებს, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

„მეზობლები მდგარან და საუბრობდნენ და ეს მისულა ჩემზე საუბრობთო და მამა დაჭრა ქვედა კიდურების არეში. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მეორე მეზობელი მსუბუქადაა და არ წავიდა ჰოსპიტალში, ექიმებმა გვითხრეს მამა დარჩება ჰოსპიტალშიო.“-  ამბობს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი დაჭრილის შვილი.

ამ წუთებში დაჭრილი მამაკაცის სახლში პოლიცია იმყოფება. სამართალდამცველები იმყოფებიან იმ კაცის სახლშიც, რომელმაც მეზობელი დაჭრა.