11 წლის ბიჭზე სექსის ბრალდებით 60 წლის მწყემსი დააკავეს

11 წლის ბიჭზე სექსის ბრალდებით 60 წლის მწყემსი დააკავესშიდა ქართლში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს.

სავარაუდო დანაშაულის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებული მწყემსია, მსხვერპლი კი მე-5 კლასის მოსწავლე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭი თანატოლებთან ერთად სოფლის განაპირას თამაშობდა, რა დროსაც ის 60 წლამდე ასაკის კაცმა მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა.

მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

რაც შეეხება დაკავებულს, მას ბრალდებას ოფიციალურად უახლოეს საათებში წარუდგენენ.

მთავარი