„არ დამცინოთ, ვაპირებ დამლაგებლად ვიმუშაო, დღეში 100 ლარად“ – დომენიკ მანგო

„არ დამცინოთ, ვაპირებ დამლაგებლად ვიმუშაო, დღეში 100 ლარად“ - დომენიკ მანგოდომენიკ მანგო სოციალურ ქსელსი წერს:

„მეგობრებო. ეს პოსტი არ არის ხუმრობა და გთხოვთ სერიოზულად მიიღეთ. ვაპირებ დამლაგებლად ვიმუშაო. ვისაც გექნებათ სურვილი კვირაში 2-ჯერ ან 1-ჯერ შემიძლია თქვენთან სახლში მოვიდე და დავაწკრიალო ყველაფერი. ძალიან მოწესრიგებული ტიპი ვარ, პედანტურად წესრიგიანი. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, რომ დამასაქმოთ თქვენთან სახლში, სიამოვნებით გავაკეთებ ამ საქმეს. სასურველია ცხოვრობდეთ ვაკის ტერიტორიაზე ან ვაკესთან ახლოს. ვიმუშავებ ერთ სამუშაო დღეში 100 ლარად და შევითავსებ საქმეს იქამდე, სანამ ბოლომდე არ დავალაგებ.
მადლობა და გთხოვთ არ დამცინოთ ან არ მიიღოთ ეს პოსტი ხუმრობად. მსურველებმა მომწერეთ პირადში. გთხოვთ გადამიზიარეთ პოსტი, რომ დროულად მოვძებნო დამქირავებელი.“