„ასეთი არაფერი გამიგია… დასავლეთი კახაძის ან ინჯიას მსგავსი ჰგონიათ“ – დავით ზურაბიშვილი

„ასეთი არაფერი გამიგია... დასავლეთი კახაძის ან  ინჯიას მსგავსი ჰგონიათ“ - დავით ზურაბიშვილიდავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ასეთი არაფერი გამიგია: ტიპები ღიად ამბობენ, იმიტომ წამოვედით ოცნებიდან, რომ დასავლეთს უნდა ვაგინოთ და არ გვინდა ბატონ ბიძინას დაბრალდესო.
მთლად ამ სიტყვებით ცხადია არა, მაგრამ აზრი ცალსახად ესაა.
რაც მთავარია, თვითონ ამბობენ ამას, თავისი პირით.
ჰოდა, რა მაინტერესებს: ქართველი ხალხი რომ დებილი ჰგონია ამ ტრიუკის მომგონს, რომელიც ყველაფერს ჭამს რასაც კი მიაწვდი, ეს გავიგეთ, მაგრამ მთელი დასავლეთი თავისი სიაიეით, მი-6-ით, მასონებით, ილუმინატებით და როზენკრეიცერებით რატომ ჰგონია საშუალო სტატისტიკური ლადო კახაძის ან ფრიდონ ინჯიას მსგავსი, აზრზე არა ვარ. ადეკვატურობის პრობლემა გვაქვს აშკარად.“