ბაია პატარაიამ ფეისბუქში დაწერა;
‘თსუ გარდაიქმნება და გაუმჯობესდება ბოლოს. აი, ყველაფერ სხვას რომ ეშველება: სასამართლოს, არჩევნებს, მედიას, საჯარო სკოლებს… ყველას პრობლემა რომ მოგვარდება, მერეღა ეშველება ჩემ პირველ ალმა მატერს.
ეს ვთქვი ბევრი წლის წინ და ახლაც ასე ვფიქრობ. განა რა? მეც ვებრძოდი მაშინდელ რექტორს, მაშინდელ სტუდკავშირს, არც აქციები დაგვიკლია და არც ალტერნატიული და ლეგიტიმური არჩევნები. მერეც ბევრი ებრძოდა და ვერასდროს ვერ გაიმარჯვეს სტუდენტებმა.
თუ გვინდა ეშველოს თსუ-ს ჯერ ქვეყანას უნდა ეშველოს, რადგან მერწმუნეთ ეს ქვეყანა ჯერ არ არის ისე ფესვებამდე გახრწნილი, როგორიც უნივერსიტეტია. ვიცი, რასაც ვამბობ. სამწუხაროდ, არ ვხუმრობ.”

