ბექა ყორშია – “ახლა გავიღვიძე… თავს პირველად ვგრძნობ გამარჯვებულად…”

ბექა ყორშია - "ახლა გავიღვიძე... თავს პირველად ვგრძნობ გამარჯვებულად..."ბექა ყორშიამ ფეისბუქში დაწერა:

“ახლა გავიღვიძე და მივხვდი, რომ გუშინდელმა აქციამ გამარჯვების იმედი დამიბრუნა. და საერთოდაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში თავს პირველად ვგრძნობ გამარჯვებულად.
დიახ, გუშინდელი აქცია იყო ქართველი ხალხის გამარჯვება (ეს სიტყვა შეიძლება კიდე ვახსენო, მკიდია ტავტოლოგია) ოლიგარქიულ რეჟიმზე, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნახევარი საქმეა გაკეთებული, მეორე ნახევარი კი წინაა და ვიცი, ესეც გამოგვივა.
გუშინ ჩვენ ყველამ დავამტკიცეთ, რომ სიტყვები გერბზე: “ძალა ერთობაშია”, უბრალო, პათეტიკური სენტენცია კი არა, გადარჩენის ერთადერთი გზაა.
მადლობა ყველაფრისთვის.”