ბექა ყორშია – “ბრიუსელის ბარში შევთვერი და ფრანგულად ავლაპარაკდი… ახლა ეს ლუდის კათხა არ გადავათხლიშო თავზე”

ბექა ყორშია - "ბრიუსელის ბარში შევთვერი და ფრანგულად ავლაპარაკდი... ახლა ეს ლუდის კათხა არ გადავათხლიშო თავზე"ბექა ყორშიამ ფეისბუქში დაწერა

“ბრიუსელში გადავწყვიტე ჩემი ფრანგულის დატესტვა. კი ვშიშობდი, მარა მე და Giorgi Khvedeliani ბარში შევთვერით და ვიფიქრე, ახლა ავჭიკჭიკდები-მეთქი. გვერდით მჯდომ ხანშიშესულ კაცს გავუბი ბაასი, პოლონეთთან რა მაგრად ითამაშა ბელგიამ, ძალიან კარგ ფორმაშია თქვენი ნაკრები-მეთქი. გამიღიმა, მომიჭახუნა. ლუდზე ველაპარაკე, მერე ამელი ნოტომი რა კარგი მწერალია-მეთქი. ბოლო რომანი არ წამიკითხავს, მარა ეგეც კარგი იქნება-მეთქი. გარეთ წვიმს, მარა გულში დარია-მეთქი. თავი მიქნია ყველაფერზე, და კიდე მომიჭახუნა. ველაპარაკე და ველაპარაკე, აღარ გავჩერებულვარ. გიორგი მეუბნება, ყოჩაღ, კარგად გცოდნია ფრანგულიო. ასე, 10 წუთის მერე ამ კაცს აღმოხდა:
– ბოდიში, მე მხოლოდ ფრანგულად ვლაპარაკობ.
ამას ახლა ეს ლუდის კათხა არ გადავათხლიშო თავზე”