ბორელი – “მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება”

ბორელი - "მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება"მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ იგი რუსეთს უკრაინული პორტების დებლოკირებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ რუსეთს პორტების დებლოკირებისკენ მოვუწოდებთ. წარმოუდგენელია, ვერ წარმოიდგენთ, რომ მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული, ამიტომ არ წარმომიდგენია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება“, – განაცხადა ბორელმა.

იპნ