“ბორჯომში” გაფიცვა და პიკეტი გრძელდება

"ბორჯომში" გაფიცვა და პიკეტი გრძელდებაკომპანია “ბორჯომში” გაფიცვა და ქარხნების შესასვლელების პიკეტი გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიცია ბორჯომში შიდა ქართლიდან და იმერეთიდან მოაბილიზა. ისინი ქარხნების გარე და შიდა პერიმეტრებზე არიან განლაგებული.

ადმინისტრაციას ჯერ არ უცდია სამსახურში შეეყვანა ის თანამშრომლები, რომლებიც გაფიცვას არ უერთდებიან. ბაზარზე კი “ბორჯომის” დეფიციტი იქმნება.

გუშინ მედიაციის მცდელობა იყო, თუმცა პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

“იყო გუშინ მედიატორებთან შეხვედრა, რომელიც არანაირი შედეგით არ დასრულდა. ისევ იგივე ხდება, იგივე წინადადებები აქვთ მათ, რომლებიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანები, რომლებიც შანტაჟში, მუქარაში, დაშინებაში არიან ბრალდებულები ჩვენი მხირდან, მათთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს, ეს ადამიანები უნდა გავიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება პროცესი”, – ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
ხელფასების ზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და 50 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა  – ესაა ის ძირითადი მოთხოვნები, რის გამოც ასობით ადამიანი გაიფიცა.

მთავარის” ინფორმაციით, მათ პროფკავშირების წარმომადგენლები სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

მთავარი