დავით ბერძენიშვილი – “ტელეიმედს ძმებ ბერძენიშვილებზე 2 რეპორტაჟი ჩაუვარდა”

დავით ბერძენიშვილი - "ტელეიმედს ძმებ ბერძენიშვილებზე 2 რეპორტაჟი ჩაუვარდა"დავით ბერძენიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ძმებ ბერძენიშვილებზე ამ საღამოს ორი რეპორტაჟი ჩაუვარდა ტელეიმედს.
” იმედის კვირაში” წვრილფეხობით შევსებული უწიგნური და უნიჭო მასხარა – ირ. კობახიძე(მ. მდინარაძითურთ) გაბანძდა მორიგ ჯერზე. ძაან სასაცილო კი იყო რადიკალი ძმები ბერძენიშვილების და მათი “ამფსონების” ასე წარმოჩენა. ვინც შეძლებთ, იქნებ, ნახოთ.
მეორე გადაცემაში , ” იმედი ” live’- ში მაგდა ანიკაშვილი მისი თანაწამყვანითურთ ამჟამად ფსიქოლოგმა ქ- მა ჩაჩუამ აწამა…ყველაფერზე ლაპარაკობდა მთელი ნახევარი საათი – შეკვეთილი თემის, ძმები ბერძენიშვილების მხილების გარდა…არ დაუბრუნდა ამ საკითხს არაფრის დიდებით. რომელიღაც შოუს ახსენებდა რატომღაც ერეკლეს კონტექსტში.
როგორ არ უმართლებს ამხელა ნაპოლიტიკარ ჟურნალისტს, მაგდა ანიკაშვილს – ხან გიორგი კალანდაძე არაა აზრზე და ერეკლეს ნაცვლად რუსეთის იმპერიას აქებს, ხან კიდე “საკრალურის” რაობაზე უკითხავს ლექციას ქ- ნი ჩაჩუა და ცოცხალი თავით არ ეხება ძმებ ბერძენიშვილებს.
რა სახალისო ყოფილა იმედოს გადაცემები პრაიმ ტაიმში.”