„ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!” – ამირან არაბული

„ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!" - ამირან არაბულიამი­რან არა­ბუ­ლი სოციალურ ქსელში წერს:

„გუ­შინ პან­კის­ში, გე­ბი­შა ხან­გოშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, პა­ტი­ე­ბის არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი რი­ტუ­ა­ლი ჩა­ტარ­და: ხასო ხან­გოშ­ვილ­მა პან­კი­სის ხე­ო­ბის თვალ­წინ, დი­დძა­ლი ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით, თა­ვი­სი მემ­კვიდ­რის უნებ­ლიე მკვლე­ლო­ბა აპა­ტია მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის მცხოვ­რებს! ავ­ტო­მან­ქა­ნის წინ­და­უ­ხე­დავ მარ­თვას ემსხვერ­პლა ხუთი შვი­ლის მამა, სი­კე­თით გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­მა­გა­ლი­თო ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აღ­ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი… და ვი­ნა­ი­დან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ბრმა შემ­თხვე­ვი­თო­ბად ჩათ­ვა­ლეს, მკვლე­ლი­სა და მოკ­ლუ­ლის მა­მის ხან­მოკ­ლე დი­ა­ლოგ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­უს­ვა წერ­ტი­ლი ორ გვარს შო­რის მტრო­ბი­სა და შუ­რის­გე­ბის შე­საძ­ლო გაგ­რძე­ლე­ბას. გუ­ლის დუ­ღილს ცივი გო­ნე­ბით გან­სჯამ აჯო­ბა და წესჩ­ვე­უ­ლე­ბის ხალ­ხურ­მა ნორ­მამ უმაღ­ლე­სი ჰუ­მა­ნიზ­მის სა­სარ­გებ­ლოდ თქვა თა­ვი­სი გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა…

დუ­ი­სის მწუ­ხა­რე, და­ძა­ბუ­ლი დღე მშვი­დად და­ღამ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ჩა­უ­რევ­ლად მოგ­ვარ­და ურ­თუ­ლე­სი სა­კი­თხი. ხასო ხან­გოშ­ვი­ლი – ქის­ტე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის გან­მა­სა­ხი­ე­რე­ბე­ლი უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რი – სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებ­და!”