ხათუნა სამნიძეს და დათო ბერძენიშვილს რუსთაველზე 2-მა პირმა აგინა

ხათუნა სამნიძეს და დათო ბერძენიშვილს რუსთაველზე 2-მა პირმა აგინა„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხათუნა სამნიძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ორივე პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში იმყოფება.

„თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვსდევდნენ, მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო „აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ. ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშუეთთან იდგნენ,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.