ხატია დეკანოიძეს და ლევან ხაბეიშვილს ოზურგეთში თავს დაესხნენ

ხატია დეკანოიძეს და ლევან ხაბეიშვილს ოზურგეთში თავს დაესხნენ“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ხატია დეკანოიძეს და ლევან ხაბეიშვილს ოზურგეთში თავს “ქართული ოცნების” დეპუტატები და მერიის თანამშრომლები დაესხნენ.

თავდასხმა დღეს, ოზურგეთის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავთან მოხდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პარლამენტის დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდნენ. შეხვედრისას წამყვანებთან “ქართული ოცნების” დეპუტატები და აიპის თანამშრომლები მიიჭრნენ და ხალხს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა პოლიციელები სამსახურეობრივი მანქანებიდან არ გადმოსულან.

„გურიანიუსი“