“ხელში რომ ამიყვანა და ჩემს თავს დავხედე, ძალიან პატარა ფეხები მქონდა” – რას იხსენებს ზურა ბაკურაძის გოგონა

"ხელში რომ ამიყვანა და ჩემს თავს დავხედე, ძალიან პატარა ფეხები მქონდა" - რას იხსენებს ზურა ბაკურაძის გოგონა“ქართული ხმების” სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. გამოთქმა, მეხის გავარდნას ჰგავდა, ზუსტად ესადაგება ზურას წასვლას…

ზურასნაირი ადამიანების ასე უდროოდ წასვლით, მგონია, რომ ღმერთი გვაფხიზლებს, რომ მხოლოდ სულია მთავარი, სიყვარულია მამოძრავებელი და იმ ქვეყნად ვერაფერი მიგვაქვს საკუთარი ნამოქმედარით დამსახურებულის გარდა… ამიტომ მხოლოდ სიყვარულს უნდა ვჩქარობდეთ…

17 წლის ანნა ბაკურაძე ამ თავის პირველ ინტერვიუში მამას იხსენებს.

ანნა ბაკურაძე:

გარეგნობით ძალიან ვგავარ მამას. ვფიქრობ, ხასიათითაც, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო.

ძირითადად ზურაზე ლაპარაკი არ მიყვარს და არც ვსაუბრობ… ვეცადე, რომ ამ ერთი წლის მანძილზე გონება სწავლაზე გადამერთო. ზურაზე ფიქრს ბუნებრივია ვერ გავექცეოდი და როცა ჩემთან არის ფიქრში, საკუთარ თავს ვესაუბრები და არა სხვას.

სიზმრად არაერთხელ ვნახე და ეს უაზრო სიზმარი არ ყოფილა. რამდენჯერაც ცუდად მიგრძნია თავი და მინატრია, თუ მომიხმია, მამა, დამესიზმრე-მეთქი, დამსიზმრებია. არც ერთხელ არ ყოფილა, რომ ასეთი ნატვრის დროს არ მოსულიყო…

ერთხელ დამესიზმრა, ჩვენს ძველ სახლთან იდგა ზურა, მივირბინე და ხელში რომ ამიყვანა და ჩემს თავს დავხედე, ძალიან პატარა ფეხები მქონდა.

სიზმარში ძალიან ცოტას მელაპარაკება, მაგრამ სულ მიმეორებს, ძალიან კარგი გოგო ხარ, ყველაფერი გამოგივაო. მამას ამ ენერგიას და გამხნევებას, რაღაცნაირად ყოველთვის ვგრძნობ.

პრაიმ ტაიმი