„ხშირად მოდი ჩემს სიზმრებში, უკიდეგანოდ მენატრები“ – რიმა ბერიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

„ხშირად მოდი ჩემს სიზმრებში, უკიდეგანოდ მენატრები“ - რიმა ბერიძე გარდაცვლილ მეუღლეზე„ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერაძე გარდაცვლილ მეუღლეს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის:

„უკვე გასული 40 დღე  უსულოდ და უსიყვარულოდ დარჩენილი შენი ოჯახი, რომელიც უსაშველოდ გიყვარდა. დამთავრებული, ყველაზე ლამაზი – ჩვენი ურთიერთობა. ცარიელი სახლი – რომელიც ძალიან არ გიყვარდა მაშინ, როცა ჩვენ იქ არ ვიყავით. დიდი სიყვარული, ტკივილიანი გული, ცრემლები, წართმეული იმედი, უძილო ღამეები და უფერო დღეები…რას ვიზამთ…მაქვს ვალდებულება, შენდამი და ქეთასადმი (რომელიც ძალიან განიცდის ამ მდგომარეობას და უსაშველოდ ენატრები).

მტკივა, ყველა და ყველაფერი….რომ არა პასუხისმგებლობა, არ ვიცი, ეს ყველაფერი რითი დამთავრდებოდა. „სიკვდილი, რომელიც ღამე მეწვია, ძლიერი წვიმა იყო ჩვენი ჭირისუფალი”. რას ვიზამ?! გიტირებ, მტკივა, უფრო მიყვარხარ და უკიდეგანოდ მენატრები. ვლოცულობ და იმ ყველანაირ წესს ვიცავ, რაც ქრისტიან ადამიანს აკისრია ასეთ დღეებში.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. დღეს, აქედანაც წახვალ…მთავარ შეხვედრამდე, ჩემო მერაბუკა…გთხოვ, ეს მაინც შემისრულე და ხშირად მოდი ჩემს სიზმრებში მიყვარხარ“.