ნანა კაკაბაძე დავით არახამიას წინააღმდეგ – “ცდილობს, ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს”

ნანა კაკაბაძე დავით არახამიას წინააღმდეგ - "ცდილობს, ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს"„ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია გააძლიერეს ნაცმოძრაობის უცხოელმა თანამზრახველებმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა. უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია მაქსიმალური მონდომებით ცდილობს არ ჩამორჩეს ევროპელ და ამერიკელ “ინსტრუქტორებს” და არაარგუმენტირებული ბრალდებებით ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს“, – წერს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე წერს, არახამიამ კუბილიუსი, კალიურანტი, ჟიგიმანტასი, კარლ ბილდტი, ფოტიგა, გალერი და ზოგიერთი სხვა ცნობილი ევრონაცი ინსტრუქტორებიც კი დაჩრდილა.

„ცკ-ს ინსტრუქტორები და ცკ-ს მონები საქართველოს ხელისუფლებას ემუქრებიან.

ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია გააძლიერეს ნაცმოძრაობის უცხოელმა თანამზრახველებმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა.

უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია მაქსიმალური მონდომებით ცდილობს არ ჩამორჩეს ევროპელ და ამერიკელ “ინსტრუქტორებს” და არაარგუმენტირებული ბრალდებებით ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს.

მან კუბილიუსი, კალიურანტი, ჟიგიმანტასი, კარლ ბილდტი, ფოტიგა, გალერი და ზოგიერთი სხვა ცნობილი ევრონაცი ინსტრუქტორებიც კი დაჩრდილა.

ცკ-ს ახალი ინსტრუქტორებისა და მათი მონების ბრძოლის სტრატეგიულ და ტაქტიკურ არსენალში შედის არა ფაქტები და არგუმენტები, არამედ მხოლოდ აღქმები, დაუსაბუთებული ბრალდებები და ცილისწამებები.

ასეთი გზებით ცდილობენ საზოგადოებას გაუჩინონ აღქმა, თითქოს საქართველო ატარებს პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც განსაზღვრავს ერთადერთი პიროვნება, “ოლიგარქი” ბიძინა ივანიშვილი.

თურმე ამიტომაც ჩაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ერთ-ერთ პირობად დეოლიგარქიზაცია.

მერე რა, რომ იგივე მოთხოვნა წაუყენეს უკრაინისა და მოლდოვას, მერე რა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოხსენიებულია არა სიტყვა „ოლიგარქი“, არამედ „ოლიგარქები“.

მთავარი ის ყოფილა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ოფიციალურად მილიარდერი, სწორედ მასზე შექმნილი უარგუმენტო ლეგენდებით 10 წელია ტვინს ურეცხავენ ხალხს ნაცების ტელევიზიები, თითქოს ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი და პუტინის დავალებების შემსრულებელი.

ამდენი ხნის განმავლობაში ვიღაცეებიც ხომ დაარწმუნეს, რომ ეს ასეა?

მერე რა, რომ ამ ყველაფერს ვერ ამტკიცებენ, „აღქმებში“ ხომ ეხმარებიან ზოგიერთ ცალტვინას.

ვერც ნაცების ლობისტ, ინსტრუქტორ ევროპარლამენტარებს და ვერც მათ მონა ექსპერტებს, ვერავინ აუკრძალავს სიტყვით გამოსვლას, საქართველოს ხელისუფლების და ივანიშვილის სრულიად უარგუმენტო ლანძღვა-გინებას.

მადლობა ღმერთს, საზოგადოების უმრავლესობა ხვდება, რას უკავშირდება, საქართველოს ხელისუფლების ისტერიული, ხშირად უსაფუძვლო და უსინდისო ცილისწამებები ევროპარლამენტარების თუ სხვა ევრონაცების მხრიდან.

პირადი დაინტერესების გარდა ძნელია სხვა საფუძველი მოუძებნო ზოგიერთი ევროპელი “პოლიტიკოსის” მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობის მრუდე სარკეთი დანახვას,- ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ, სადისტურ პოლიტიკურ ძალას ევროპული ღირებულებების, სამაგალითო მმართველობა უწოდო, ხოლო ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამმარცხებელ, გაცილებით დემოკრატიულ ევროპულ მმართველობას – ანტიდემოკრატიული.

ასეთი უცხოელი “პოლიტიკოსები” ქართველ ხალხს რუსი ცკ-ს მდივნებივით ან ცენტრიდან ჩამოსული პარტიული ფუნქციონერებით ესაუბრებიან, რაც, სამწუხაროდ, სრულებითაც არ მოქმედებს ბევრი ქართველი “პოლიტიკოსის” თავმოყვარეობაზე, რადგან სწორედ ისინი არიან მენტალურად ისეთები, რასაც ოპონენტებს ეძახიან, ანუ ძლიერი ბატონის ძიებაში მყოფი მონები, რომლებიც ასეთი ბატონისათვის ყველანაირად ცდილობენ თავის მოწონებასა და ერთგულების დამტკიცებას,’’ – წერს ნანა კაკაბაძე.

პრქიმ ტაიმი