ნოდარ მელაძე – „სხვაზე არაა გაფორმებული, ჩემი შვილების დედაზეა გაფორმებული…“

ნოდარ მელაძე - „სხვაზე არაა გაფორმებული, ჩემი შვილების დედაზეა გაფორმებული...“ ნოდარ მელაძე „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს, ლელა წიკლაურს სოციალური ქსელით პასუხობს:

„სხვაზე არაა გაფორმებული, ჩემი შვილების დედაზეა გაფორმებული. სოფელ დიღომში ვუყიდეთ ბავშვებს, იმიტომ,რომ ყოველ ზაფხულს ვქირაობთ ადგილს, სადაც ბავშვები უნდა წავიყვანოთ, წელს ვერ ვიქირავეთ, უკიდურესად გაძვირდა. ჯერ შავი კარკასია, არც კარი და არც ღობე, მალე ეგეც გვექნება. მამა დენს გაიყვანს, ძმა გათბობას, ავეჯს ისედაც სულ ჩემით ვაკეთებ. მომავლ წელს იმედია მოვრჩებით, რომ დავასრულებთ, დაგპატიჟებთ. “