ოთო აბესაძე – “მორიგი ბრიყვული პროვოკაცია ჩემ წინააღმდეგ…”

ოთო აბესაძე - "მორიგი ბრიყვული პროვოკაცია ჩემ წინააღმდეგ..."ოთო აბესაძემ ფეისბუქში დაწერა:

“მხდალი და სასაცილო ადამიანების მორიგი ბრიყვული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ
საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ როდესაც დამონტაჟებული, დაჩეხილი და დაწებებული საჯაროვდება 2017 წლის ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ვიდეო მასალები (როგორ ვიღებ ქრთამს), რომელზეც წვდომა მქონდა მე, სასამართლოს, სუსს და პროკურატურას, ეს არის ყველა საერთაშორისო სტანდარტით სისხლის სამართლის დანაშაული და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. (სულ რომ სერიული მკვლელი ვიყო მითუმეტეს როდესაც ქრთამის აღების ნაწილში ოფიციალურად გავმართლდი)
ეს ლაჩრები მიიღებენ მწარე პასუხს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავ ამ ენით აღუწერელი ფაქტის დამონტაჟებული გასაჯაროვების გამო.
ასევე დღეს ღამე ჩავრთავ FB ლაივს სადაც ყველაფერს დეტალურად მოვყვები ა – დან ჰ – მდე თავის სახელებით, გვარებით, პირადი ნომრებით, სასამართლო კრეფსებით და 8 საათიანი ვიდეო ჩანაწერებით (საიდანაც 1 წუთი ამოჭრეს და მიამონტაჟეს)
P.S. საკმარისი იყო საჯაროდ გამოვჩენილიყავი მამუკა ხაზარაძესთან ერთად, ეგრევე დაიწყეს ეს ვირიშვილობები
სასაცილოები”