ჭოგნარში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

ჭოგნარში მიკროავტობუსი ხევში გადავარდაიმერეთში, სოფელ ჭოგნარში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.

“დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. როგორც ჩანს, იტრიალა მანქანამ. მხოლოდ ბუჩქები და გვიმრებია მაგ ტერიტორიაზე. მძღოლს დაზიანებები საერთოდ არ მიუღია. შემთხვევა ახალმომხდარია და, ჯერჯერობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან”, _ უთხრეს “გურია ნიუსს”.

მოგვიანებით “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ. უწყების ცნობით, მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით დაიწყო.