ზურა მანჯავიძე – “ჩემი მხსნელი ტაქსის მძღოლი ამ საშინელ სიცხეში საოცრად მორბის ბაქანზე…”

ზურა მანჯავიძე - "ჩემი მხსნელი ტაქსის მძღოლი ამ საშინელ სიცხეში საოცრად მორბის ბაქანზე..."ზურა მანჯავიძეს 6 ივნისს ამბავი შემეთხვა და ფეისბუაში დაწერა:

“დღეს ასეთი ამბავი გადამხდა თავს: მივდივარ ბათუმში მატარებლით. დრო საცობების გათვალისწინებით გავთვალე და გამოვედი, მაგრამ ჰოი საოცრება! ტაქსები გაქრა. თითქმის ნახევარი საათის შემდეგ, ძლივს გავაჩერე სანატრელი მანქანა და საბედნიეროდ, ისე ივაჟკაცა მძღოლმა, რომ ზუსტად მივასწარი მატარებელს, მაგრამ სიჩქარეში ტელეფონი ამომივარდა და რისთვისაც მივდიოდი ბათუმში, იმ ღონისძიების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან მთელი ინფორმაცია და კონტაქტები მობილურში მქონდა.

ამ განცდებში ვარ და ამ დროს დავინახე, ჩემი მხსნელი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ამ საშინელ სიცხეში, საოცარი სიჩქარით მორბის ბაქანზე, ჩემი ტელეფონით ხელში და ჩემ სახელს ხმამაღლა ყვირის. ჩემი სიხარული და გაოცება წარმოიდგინეთ. გადმომცა თუ არა, კარები დაიკეტა და წესიერად მადლობაც ვერ გადავუხადე.
ერთადერთი ინფორმაცია– თეთრი ,,პრიუსი”.
ძალიან მინდა ეს მაგარი ადამიანი ვიპოვნო და წესიერი მადლობა გადავუხადო.
ჩემო უცნობო მხსნელო და მაგარო კაცო, თუ სადმე ამ პოსტს გადააწყდი აუცილებლად შემეხმიანე.მანამდე კი, საჯაროდ გიხდი —- დიდ მადლობას!
გაიხარე !!!”