ზვიად ციკოლია – “დიდი ბოღმაა დაგროვილი… გავიცანი ახალი და ძველი მეგობრები…”

ზვიად ციკოლია - "დიდი ბოღმაა დაგროვილი... გავიცანი ახალი და ძველი მეგობრები..."დიზაინერი ზვიად ციკოლია, რომლის პოსტსაც სოცქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, წერს:

„ყველას მადლობა გამოთქმული აზრისთვის. ჩემი პოსტი საჭირო პირველ რიგში ჩემთვის იყო, რომ კიდევ ერთხელ გამეკეთებინა დასკვნები და შესაბამისად ვიმოქმედო “დახმარების თხოვნაზე”. გავიგე რომ დიდი ბოღმაა დაგროვილი, გავიცანი ახალი და ძველი მეგობრები. ისიც გავიგე რომ საზოგადოებას პრობლემა არ ჰქონია რადგან ჩემი პოსტი გახდა ასეთი განხილვის საგანი და არა განათლება, ეკოლოგია ან უამრავი სხვა პრობლემა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!“

ნიუპოსტი