ნანა აბურჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ამ შოკისმომგვრელ და გაუგონარ ამბავზე, აუცილებლად, უნდა დავწერო, რადგან ამ თავდასხმის ყველა დეტალი მთელი სიცხადით მიდგას თვალწინ და ახლაც არ მჯერა, რომ ამერიკის საელჩოს ოფიციალურ მიღებაზე, ეს გადაგვხვდა თავს პირველ რიგში, Vato Tsereteli ისედაც შენ გვერდით ვიყავი და ვარ ამ ბრძოლაში, მაგრამ დღევანდელი ინციდენტის შემდეგ ათმაგი სტიმული მაქვს, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ… #წინევროპისკენ
სხვას რომ მოეყოლა, მართლა, გამიჭირდებოდა იმის დაჯერება, რომ ტელევიზიის მფლობელს შეიძლება დეპუტატების ხროვა დაესხას თავს, თანაც აშშ-ს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მიღებაზე აშშ-ს საელჩოში, მაგრამ ჩემი ორი თვალით ვნახე და ვატოს გვერდით ვიყავი, როცა ჩვენ წინ ეს ოთხი დეპუტატი აღმოცენდა. ანრი ოხანაშვილი მოიმართებოდა ჯიქურ და იქიდან-აქედან ოდიშარია, ზარქუა და მგალობლიშვილი უმშვენებდნენ გვერდს. წამებში მიუახლოვდა ოხანაშვილი ვატოს, ლამის შუბლი შუბლზე მიადო, რაღაც უთხრა, ყელში წვდა და სახეში სილა გააწნა, ოდიშარიამ დაუწყო გაშველება, რადგან ის აგრძელებდა ხელების ქნევას, ამას ფონად გასდევდა ზარქუას გინება და ბოლოს, ვიღაც მგალობლიშვილი გადმოწვდა ვატოს ზუსტად ჩემს წინ და მთელი ძალით სთხლიშა სახეში. ამბავი იმდენად წამებში მოხდა, რომ როგორც კი დაცვის თანამშრომლები მოვარდნენ, ოთხივე დეპუტატი უკვე ტოვებდა საელჩოს ტერიტორიას…
მოგვიანებით, ამ დეპუტატების რაღაც ბოდვები მოვისმინე ჩურჩულზე და “ვაჟკაცობის დაცვაზე”, მაგრამ იმ ჯგუფურ თავდასხმას, რასაც მე შევესწარი ვერც ერთი ჩურჩულით ვერ ახსნიან. ჩემი არსებობა, ხომ, საერთოდ არც შეუმჩნევიათ, თავისი “ნაჩურჩულები კაცობა” ქონდათ დასაცავი… ჰოდა, მოკლედ ისე აქვთ თავში ავარდნილი ამ ბატონებს, რომ დაკარგული აქვთ ზნეობა და რეალობის აღქმა. ალბათ, სწორედ ეს არის აგონია. რა ქნან? ალბათ, ბევრი აქვთ დასაკარგი…
3 ივლისს, 20:00-ზე ყველანი რუსთაველზე!!!
პ.ს. ყველას დიდი მადლობა მოკითხისთვის და ნერვიულობისთვის“.

