დიტო სამ­ხა­რა­ძე – „ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის, თუმცა…”

დიტო სამ­ხა­რა­ძე - „ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის, თუმცა..."„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი დიტო სამ­ხა­რა­ძე სოციალურ ქსელში წერს:

„პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ჩემი გი­ნე­ბის ად­რე­სატს გა­ცი­ლე­ბით მეტი ეკუთ­ვნის და ყო­ველ­თვის ეს გან­წყო­ბა მექ­ნე­ბა მკვლე­ლე­ბის რე­ჟი­მის ლი­დე­რის თუ ლი­დე­რე­ბის მი­მართ, რო­მელ­საც ჩემი ქვეყ­ნის წა­ლეკ­ვა აქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, თუმ­ცა მარ­თლა უკაც­რა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რო­მელ­საც ჩემი გი­ნე­ბის მოს­მე­ნა მო­უ­წია”.

ცნო­ბის­თვის, სამ­ხა­რა­ძემ პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან მი­სულ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უხამ­სი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა. შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი წა­შა­ლა. მა­ნამ­დე მან Facebook-ზე და­წე­რა: “10 კაცი ვართ ოფის­ში! გე­ლო­დე­ბით დორ­ბლი­ა­ნის მო­ნებს“.