„ძალიან გამხდარია, რუსთავის შემდეგ აღარ მინახავს, აღარ აქვს ადამიანური ფერი” – სააკაშვილის საქმეში ადვოკატი გელბახიანი ჩაერთო

„ძალიან გამხდარია, რუსთავის შემდეგ აღარ მინახავს, აღარ აქვს ადამიანური ფერი" - სააკაშვილის საქმეში ადვოკატი გელბახიანი ჩაერთოსაქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში კიდევ ერთი ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ჩაერთო.როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, ის სააკაშვილის საქმეში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩაერთვება.

როგორც გელბახიანმა აღნიშნა, სააკაშვილი ძალიან გამხდარი და ფერდაკარგულია.

„ძალიან გამხდარია, რუსთავის შემდეგ აღარ მინახავს, ფერი დაკარგული აქვს, საერთოდ აღარ აქვს ადამიანური ფერი, ცარცის ფერია და სასიამოვნო არ არის ვიზუალური აღქმისთვის, უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე. თუმცა, ციხისა და საავადმყოფოს პირობებში სხვაგვარად ვერც წარმომედგინა, მაგრამ არასასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი ასეთ დღეშია.