„გადაწყვიტა, მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წუთი, სამწუხაროა და უხერხული“ – ირაკლი მაქაცარია ფოტოგრაფის სკანდალზე

„გადაწყვიტა, მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წუთი, სამწუხაროა და უხერხული“ - ირაკლი მაქაცარია ფოტოგრაფის სკანდალზე ირაკლი მაქაცარია სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის, რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვღებულობთ თქვენგან. ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა! ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რასაც გასცემთ ასმაგად. ბევრს არ დავწერ იმაზე, რაც „ატყდა“ სოც-ქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წუთი, სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ, რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ.

პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელს გუნდს, ვინც ენერგია არ დაიშურა რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო Geoworld Events“.

ცნობისთვის, ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის დღეს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტოგრაფის პოსტი, რომელიც წერდა, რომ მისი კოლეგები, რომლებიც ამ დღეს კადრებად აღბეჭდავდნენ უყურადღებოდ დატოვეს და საჭმელიც კი არ შეუთავაზებიათ.