გიორგი გაბუნია – „ჩვენ არ ვუთმობთ ეთერს მოძალადეებს“

გიორგი გაბუნია - „ჩვენ არ ვუთმობთ ეთერს მოძალადეებს“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენ არ ვუთმობთ ეთერს მოძალადეებს.

„მთავარი არხის” გადაწყვეტილებით, ეთერი არ დაეთმობა “კონსერვატიული მოძრაობის”, “ალტ-ინფოს” ან სხვა მსგავსი ანტიდასავლური ორგანიზაციების და ხელისუფლებისგან მართული მოძალადეების მიტინგებს, ბრიფინგებსა თუ სხვა ღონისძიებებს.

ჩვენ არ დავეხმარებით პრორუსულ ძალებს მათი მოღალატეობრივი იდეების გავრცელებაში, საქართველოსთვის დამღუპველი პროპაგანდის წარმოებაში და საზოგადოებაში ძალადობრივი იმპულსების გაღვივებაში.

“მთავარი არხის” ეთერი მათი იდეებისთვის ჩაკეტილია, თუმცა აუცილებლად გავაშუქებთ მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს, თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და კრიმინალურ ქმედებებს, რასაც მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა, მაგალითად, 2021 წლის 5 ივლისს.

ასევე დაყოვნების გარეშე მოგაწვდით ინფორმაციას მათი დაკავების, გასამართლების ან დასჯის შესახებ. ამ ადამიანების ადგილი ციხეშია და არა სატელევიზიო ტრიბუნასთან.

“მთავარი არხი” გისურვებთ მშვიდობას.

მთავარი ხართ თქვენ”.