გლდანში 18 წლის ბიჭმა 2 პირი დაჭრა

გლდანში 18 წლის ბიჭმა 2 პირი დაჭრაგლდანში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

ირკვევა, რომ სამ ახალგაზრდას შორის კონფლიქტი ე.წ. ბინგოს ხიდებთან დაიწყო, რის შემდგომაც ორი პირი სიტუაციას განერიდა. მესამე პირი – 18 წლის გ.ბ. მათ აედევნა და ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ამოიღო.

18 წლის კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული.

დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.