გორში ჟურნალისტი დაკბინეს

გორში ჟურნალისტი დაკბინესგორში “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტი დაკბინეს. შემთხვევა მუნიციპალურ ტრანსპორტში მოხდა.

რეპორტიორი, მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარ დაპირისპირებას აშუქებდა, რა დროსაც შუა ხნის ქალმა მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელის მიმართ სამართლებრივ დავას არ აპირებს, რადგან ქალბატონი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო.