გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა

გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახაგუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. თვითმხილველების ცნობით, დაშავებულები მაშველებს ამ წუთებში ამოჰყავთ, თუმცა, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ძნელად მისადგომია, რაც დაშავებულების გამოყვანის პროცესს აჭიანურებს.

მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა.მაშინ პარაპლანი ხევში ჩავარდა, რასაც არაბი ტურისტი ემსხვერპლა.