უბედური შემთხვევა გუდაურში – ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. ცნობილი ხდება, ვერტმფრენში ხუთი პირი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, სამი კი მაშველი.
ასევე, ცნობილია, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, ტურისტი გარდაიცვალა და მაშველები სწორედ მის ამოყვანას ცდილობდნენ იმ დროს, როცა ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და ჩამოვარდა.
დეტალებს არკვევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში და განახლებულ ინფორმაციას გარკვევისთანავე მოგაწვდით.
ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა.მაშინ პარაპლანი ხევში ჩავარდა, რასაც არაბი ტურისტი ემსხვერპლა.