გურიაში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს

გურიაში უკრაინელი ქალი გააუპატიურესგურიაში 44 წლის უკრაინელი ქალი სიგარეტით აწამეს და გააუპატიურეს. ახალგაზრდა, რომელიც ომის საშინელებებს გამოექცა, სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ქალი უგონო მდგომარეობით ლანჩხუთის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა იმდენად კრტიკული იყო, რომ ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ქალი უკრაინის ქალაქ ხერსონში ცხოვრობდა და საქართველოში 4 დღის წინ შემოვიდა.

დაზარალებულს ამ დრომდე ექსპერტიზა არ ჩატარებია.