ისრაელი თანახმაა, სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს

ისრაელი თანახმაა, სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოსისრაელი თანახმაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს. ოფიციალური წერილი მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა უკვე მიიღეს. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონაცემები კიდევ 50 ქვეყანაშია გაგზავნილი.

ნატოს რომელი ქვეყნის მედიკოსები ჩაერთვებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის ექსპერტიზაში კვირის ბოლომდე გაირკვევა.

გაიგზავნა (მოწვევა) ისრაელში, “ნატოს” წევრ სახელმწიფოებში და აშშ-შია გაგზავნილი. საუბარია, 50 საექსპერტო ჯგუფზე. ისრაელმა თანხმობა უკვე გამოგვიცხადა. რამდენიმე წუთის წინ, აშშ-დან ერთი ექსპერტისგან მოგვივიდა თანხმობა”- აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
ადვოკატის თქმით, დრო არ ითმენს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მძიმეა.