ხაშური-სურამის გზაზე  ერთმანეთს ორი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა

 ხაშური-სურამის გზაზე  ერთმანეთს ორი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახახაშური-სურამის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე ერთმანეთს 2 ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.