ხათუნა ხოფერია – “მეორე ფრონტი არ გახსნეს მშიშრებმა… ქართველები არ აქციეს საზარბაზნე ხორცად ვითომ პატრიოტებმა…”

ხათუნა ხოფერია - "მეორე ფრონტი არ გახსნეს მშიშრებმა... ქართველები არ აქციეს საზარბაზნე ხორცად ვითომ პატრიოტებმა..."ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

” საფრანგეთში ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყო!
ბრიტანეთში ორი მინისტრი გადადგა თანამდებობიდან და აქტიურ ფაზაში შევიდა ბორის ჯონსონის იმპიჩმენტის საკითხი.
ამერიკაში ინფლაციაა, საწვავის ფასები არნახულად იზრდება.
გერმანიასა და ესპანეთში საპროტესტო აქციებია სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით.
უკრაინაში ომია! ზელენსკი დაკარგული ქალაქების დაბრუნებას პირდება მსოფლიოს თუ ბევრ იარაღს მიაწვდიან. მსოფლიო კი უკრაინული ხორბლის გამო ჭიდაობს. თურქეთი აჯობებს თუ ბრიტანეთი?… ვინ ჩაიგდებს ხელში ათიბით მილიონ ტონა ხორბალს?!(არა და, ამბობენ, სულ 2 მილიონი ტონაც არ არის დარჩენილიო). იქით პოლონეთი აცხადებს პრეტენზიებს… პოლონეთი ხომ საერთოდ, თვლის, რომ უკრაინული ხორბალი მისია… ისევე როგორც უკრაინა.
საბერძნეთზე, ლიეტუვასა და დანარჩენ ევროსიამაყეებზე არარაფერს ვიტყვი…
და ამ ფონზე, ეს საქართველოს “ჩამოსაგდები”პრემიერმინისტრი და დასასანქცირებელი ბიძინა ივანიშვილი რეებს კადრულობენ?!
1. აბასთუმნის რეაბილიტაცია- 1 მილიარდი
2. წყალტუბოს უმარლესი სტანდარტით მშენებლობა-1, 2 მილიარდი ევრო!
3. ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა- 1 მილიარდი…
რა არის, ახლა, ეს?.. რას გავს თქვენი საქციელი?!
არა და, 78 მილიონ აძლევდა ევროპა სესხად საქართველოს და უარი თქვეს უმადურებმა… მეორე ფრონტი არ გახსნეს მშიშრებმა… ქართველები არ აქციეს საზარბაზნე ხორცად ვითომ პატრიოტებმა… თანამდებობები არ დატოვეს გაუმაძღრებმა…
P.S.
ბიძაჩემმა იცოდა თქმა: – ვისაც ჩვენი არეულ-დარეული გაეხარდეს, იმის დალაგებულს შევე…ცილეო!
ჰო და, იმათი დალაგებული ამ ტექსტის დასაწყისში დავწერე. ნუ, რაც გამახსენდა ის!”