„კიდევ ბევრი მოჰყვება „საცერში”, სანამ ეს სისტემა ბოლომდე არ ჩამოიშლება“ – ოთარ კვირიკაშვილი

„კიდევ ბევრი მოჰყვება „საცერში", სანამ ეს სისტემა ბოლომდე არ ჩამოიშლება“ - ოთარ კვირიკაშვილიოთარ კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ეს ქვეყანა სასარგებლო იდიოტებით არის სავსე და სწორედ ამაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი.
ძალიან უხარიათ რომ გოგაშვილი დააკავეს. მე არ მიხარია.
არ მიხარია, რადგან როცა დასაკავებელი იყო მაშინ არ დააკავეს, როცა ათას სიბინძურეზე აწერდა ხელს, თითი არ დაადეს, მილიონები რომ იშოვა უცბად, არც ეგ გახსენებიათ, არ გახსენებიათ იმიტომ რომ ოცნებასთან ერთად შოულობდა, ოცნებასთან ერთად იჭერდა, ოცნებასთან ერთად ჭამდა და ხრავდა ამ ქვეყანას, მაგრამ დააკავეს მაშინ, როცა მათ დასჭირდათ.
ეს არ არი სახელმწიფო. ასე იქცევიან ბანდები.
მაგრამ ამ ბანდას ჩემდა სამწუხაროდ, ზურგს უმაგრებს ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, რომელიც ისეა შურისძიების წყურვილისგან დაბრმავებული, რომ გუშინდელი სპეცოპერაცია ქვეყნის გამარჯვება ჰგონიათ.
არა და ბანდის ერთმა ნაწილმა, ბანდის მეორე წევრი დააკავა. ასეთი სისტემა შექმნა ივანიშვილმა და კიდე ბევრი მოჰყვება “საცერში”, სანამ ეს სისტემა ბოლომდე არ ჩამოიშლება.“