„მამუკა ონაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება“ 

„მამუკა ონაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება“ მომღერალი მამუკა ონაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამუკა ავარიაში მოყვა.

როგორც „ფორტუნას“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, მდგომარეობა მძიმეა და მამუკა ონაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.