მეოთხე დღეა ვაზიანში დაკარგულ 12 და 13 წლის გოგოებს ეძებენ

მეოთხე დღეა ვაზიანში დაკარგულ 12 და 13 წლის გოგოებს ეძებენგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ორი მოზარდ გოგოს ეძებენ. დაკარგულია: 12 წლის ლანა ლუკიანოვა და 13 წლის სვეტა ქსოვრელი. დაკარგულ არასრულწლოვნებს უკვე მე-4 დღეა ეძებენ.

ოჯახის წევრების თქმით, თქვეს, რომ მაღაზიაში აპირებდნენ წასვლას, რის შემდეგაც ისინი სახლებში აღარ დაბრუნებულან.  ახლობლების ინფორმაციით, მათ სამართალდამცავ უწყებას უკვე მიმართეს და არასრულწლოვნებს პოლიცია ეძებს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი გოგოები შეამჩნიეს მცხეთაში და შემდეგ თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით:
ნათია ნარიმანიძე – 599199031