„მღვდლებისთვის ყოველწლიურ ხარკად 25 მლნ ლარი რომ არ გვეხადა, ყოველ წელს თითო ახალ ვერტმფრენს შევიძენდით!” – ანდრო ტოროტაძე

 „მღვდლებისთვის ყოველწლიურ ხარკად 25 მლნ ლარი რომ არ გვეხადა, ყოველ წელს თითო ახალ ვერტმფრენს შევიძენდით!" - ანდრო ტოროტაძებიზნესმენი და პუბლიცისტი, ანდრო ტოროტაძე გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ეს  MH – 65 (Dolpin) ამერიკული  სამაშველო კორპუსის ვერტმფრენია. 9 მლნ დოლარი ღირს.

ჩვენი ბედოვლათი მთავრობების გამოისობით (თუ ნაცების და თუ ქოცების) მღვდლებისთვის ყოველწლიურ ხარკად 25 მლნ ლარი რომ არ გვეხადა, ყოველ წელს (!)

თითო ასეთ ვერტმფრენს შევიძენდით!

და უკვე 20  გვეყოლებოდა.

ჩვენ კი რა ვაკეთეთ!

უთავბოლოდ ეკლესიები ვაშენეთ და “ტრუბა კვადრატის” და “არმატურის” ჯვრები ვარჭეთ ქუჩებში და მოედან-სკვერებში!“

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.