ნინო ჯანგირაშვილი _ “დახმარებას გთხოვთ… ტელევიზია უკიდურესად მძიმედ არის”

ნინო ჯანგირაშვილი _ "დახმარებას გთხოვთ... ტელევიზია უკიდურესად მძიმედ არის"ინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

მინდა დახმარება გთხოვოთ. იძულებული ვარ ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო დროს გადარჩენა. ტელევიზია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. განვითარების გეგმებზე აღარ ვლაპარაკობ, უბრალოდ არსებობის საკითხი დადგა. მარტოები ვერ დავძლევთ ამ პერიოდს. ქართული ბიზნესის იმედიც არ მაქვს. ვიცი, რომ არარეალური იდეაა ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა, მაგრამ არ ვეშვები მცდელობას. ჯერ კიდევ ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ ვითარებიდან გამოძვრომა და არის შანსი, მომავალში აქ კარგი რაღაცეები გაკეთდეს. თუმცა, მომავალი არ იქნება, თუ ახლა არ გადავრჩით. ვმუშაობთ რამდენიმე გრძელვადიან გამოსავალზე, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში თქვენი მხარდაჭერაა ერთადერთი გამოსავალი. მოკლედ, ნებისიერი თანხა, თუნდაც 1 ლარი, რომელსაც კავკასიის მხარდასაჭერად გაიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი–როგორც ფინანსურ ექვივალენტში, ასევე გამხნევებისთვის. თუ თვლით, რომ ოდესმე რამე, თუნდაც ძალიან მცირე, კარგი გაგვიკეთებია, ან მომავალში არის შანსი რომ რამე გავაკეთოთ, დაგვიჭირეთ მხარი. მადლობა ყველას წინასწარ. ძალიან მერიდება ეს თხოვნა, მაგრამ მგონი არაუშავრს, თუ ხანდახან აღიარებ, რომ უბრალოდ გაიჭედე და ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავ.