ყაველაშვილი – „საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ვფიქრობთ“

ყაველაშვილი - „საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ვფიქრობთ“„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი  სოციალურ ქსელში წერს:

„ვფიქრობთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას!”
მომავალი გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილმა ლიდერებმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტია 28 ივნისს დატოვეს.

სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.