„რა ხდება საპატრიარქოში, არა მხოლოდ გოგაშვილის კონტექსტში“ – გოჩა მირცხულავა

„რა ხდება საპატრიარქოში, არა მხოლოდ გოგაშვილის კონტექსტში“ - გოჩა მირცხულავაგოჩა მირცხულავა  სოციალურ ქსელში წერს:

„ზუსტად მესმის სოსო გოგაშვილის და აი, რატომ? მიუხედავად, იმისა რა წარმოდგენაც უნდა გქონდეს მასზე და მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მან ზუსტად იცის, რომ სისტემა ასეთ რამეებს არ აპატიებს არასოდეს, სულ მისი ოჯახის წევრიც რომ გახდეს მომავალი ხელისუფალი. მან იცის ამ სისტემის საქმიანობის არსი, თორემ გოგაშვილს რომ აქვს სათქმელი იმაზე მეტი და მძიმე ფაქტების თქმა შეუძლიათ სხვებს – სისტემიდან გაყრილებს ან გაგდებულებს, გაბრაზებულებს, ამბიცია დაუკმაყოფილებლებს, გაყიდულებს და დავებროვკებულებს. მაგრამ დუმან. რატომ? ასეთია სპეცსამსახურების სისტემის არსი – დაწერილი თუ დაუწერელი კანონი.სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები, რომლებიც პოლიტიკაში მიდიან – ფლანგს მნიშვნელობა არ აქვს – არასოდეს ჰყვებიან სისტემის მანკიერებაზე საჯაროდ. წარმატებული პოლიტიკური კარიერის შემთხვევაშიც კი ისინი სდუმან და ცდილობენ სისტემის რეფორმირებას საჯარო ფორმებით – საკანონმდებლო ინიციატივებით.

ვიმეორებ, შეუძლებელია ეს ყველაფერი არ იცოდეს სოსო გოგაშვილმა. მაშინ რა ხდება? რა დევს სასწორის მეორე მხარეს, მისთვის გამორჩეულად ძვირფასი? აქ დაკონკრეტებაც შემიძლია ვარაუდებით, მაგრამ ყველამ თავად იფიქროს.სამშობლო, ეკლესია, საქართველო, სიწმინდეები – ნაცარია. აქ საუბარია პერსონალურ ფაქტორებზე.

ახლა გოგაშვილი ინსტრუმენტია, ვიღაცისთვის, ლოკალურ დროში, წარმატების მიღწევის საშუალება, თუმცა მის ქმედებას ისინიც კი, ვინც იყენებს და ისინიც ვის წინააღმდეგაც იყენებენ – ერთ სახელს არქმევენ. (არა – ბოზობა არ მიგულისხმია, ეგ კიდევ სხვა რამეა). პოლიტიკურად კი ამას ბოლო წლებია ბედუკაძეობა ჰქვია. ახლა სხვა რამეა საინტერესო – ზემოთმოყვანილი ლოგიკის კონტექსტში, თუ ის ამ პროცესებში არის მსხვერპლი, ინსტრუმენტი და ობიექტი – მაშინ ისიც ხომ უნდა ესმოდეს, რომ მიზნის აღსრულების, თამაშის დასრულების შემდეგ – ფინალი მაინც ის არის რაც ახლა დევს სასწორზე, შესაძლოა, უფრო მსუბუქი ფორმით, მაგრამ შინაარსით იგივე…—აქვე ორი კითხვა – ვინ მიაწოდა “ჩანაწერი” ნაცნობ უცნობს და რა ხდება საპატრიარქოში არა მხოლოდ გოგაშვილის კონტექსტში? :)))გამგები იმედია გაიგებს რაც ვთქვი…. “