საბერძნეთში 34 წლის ქართველი საეკლესიო ნივთების მაღაზიისა და სხვა სავაჭრო ობიექტების ძარცვისთვის დააკავეს

საბერძნეთში 34 წლის ქართველი საეკლესიო ნივთების მაღაზიისა და სხვა სავაჭრო ობიექტების ძარცვისთვის დააკავესსაბერძნეთში 34 წლის ქართველი კაცი აფთიაქში ფულის მოპარვის გამო დააკავეს. სამართალდამცველთა ცნობით, ეს მისი ერთადერთი დანაშაული არ არის.

დაკავებულს მანამდე სამი ობიექტი აქვს გაძარცული, მათ შორის – საეკლესიო მაღაზია.

ამ ინფორმაციას ბერძნული მედია გამოცემა აქვეყნებს:

„როგორც გაირკვა, 34 წლის ქართველი მამაკაცი ამპელოკიფის მიმდებარედ, ერთ-ერთ აფთიაქში თანხა მოიპარა.

ამპელოკიპი-მენემენის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე, დაკავებულმა იმავე ტერიტორიაზე დამატებით სამ სავაჭრო ობიექტში შეღწევა და თანხის გამოძალვა შეძლო, ეს იყო: საეკლესიო ნივთების მაღაზია, აფთიაქი და საკონდიტრო.

ამ დაწესებულებებში ის შეიჭრა, ფული და პროდუქტები გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა“. – წერს გამოცემა.