საბერძნეთში ქართველი ბიზნესმენის ძვირადღირებული ვილა გაქურდეს – წაღებულია 90.000 ევროს ძვირფასეულობა

საბერძნეთში ქართველი ბიზნესმენის ძვირადღირებული ვილა გაქურდეს - წაღებულია 90.000 ევროს ძვირფასეულობა„ძვირადღირებულ ვილაში მაშინ შევიდნენ, როცა გასული ვიყავი და ყველაფერი წაიღეს“ – მხოლოდ ერთი საათით ვიყავი გასული, ამბობს ბიზნესმენი ჟურნალისტებთან.

კუნძულზე მდებარე ვილაში კიდევ ერთი ქურდობა დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება, მიკონოსის პოლიციის უსაფრთხოების გამოცდილმა თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ქურდობის მორიგი ფაქტი, ძვირადღირებულ ვილაში, გასულ ოთხშაბათს, 6 ივლისს,  საღამოს საღამოს 22:50-დან 00:50 საათამდე მოხდა.

დროის ამ მონაკვეთში, ქართველი ბიზნესმენი, რომელიც სტარტაპების დამფინანსებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, თავის ჯგუფთან ერთად კუნძულზე სასეირნოდ გაემგზავრა.  ამ 60 წუთში უცნობმა თუ ნაცნობმა დამნაშავეებმა სახლის ფანჯრის გატეხვის გზით, აგარაკის ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს.

როგორც 35 წლის ქართველმა ბიზნესმენმა მეორე დღეს მიკონოსის უსაფრთხოების სამსახურთან ჩვენებაში თქვა, ქურდები საძინებლებში შევიდნენ და ერთ-ერთ მათგანში იპოვეს მცირე განძი: 90 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა.

protothema.gr-თან საუბრისას მან დაადასტურა ინციდენტი და განაცხადა, რომ პოლიციელებს ფოტოები და თითის ანაბეჭდები აქვთ აღებული და იმედი აქვთ, რომ მოპარულ ნივთებს აღმოაჩენენ. ბიზნესმენის თქმით, მოპარული ძვირფასეულობა დაზღვეული არ იყო.