“სარჯველაძემ არ იცის, რომ სახდეპი მსოფლიოს ყველაზე ინფორმირებული უწყებაა” – მამუკა გამყრელიძე

"სარჯველაძემ არ იცის, რომ სახდეპი მსოფლიოს ყველაზე ინფორმირებული უწყებაა" - მამუკა გამყრელიძემამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“დეპუტატ სარჯველაძეს უთქვამს, სახდეპი არ არის კარგად ინფორმირებულიო. არაფერი გვითქვამს ელჩზე ცუდიო.
დალოცვილი, იმდენსაც ვერ ხვდება, რომ სახდეპის არაინფორმირებულობაზე აპელირება უკვე ელჩის და საელჩოს ლანძღვას ნიშნავს. ან ის არ იცის, რომ სახდეპი მსოფლიოს ყველაზე ინფორმირებული უწყებაა, რომელსაც 166 საელჩო და 257 წარმომადგენლობა აქვს სხვადასხვა ქვეყნებში ? ან ის, რომ აშშ-ს დაზვერვის 17 სხვადასხვა უწყება ჰყავს და ისინი ერთ სივრცეში არიან გაერთიანებული და ინფორმაციას ცვლიან ?
სისულელეს სისულელეს უმატებენ ! რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა маразм крепчает !”