ცხვარიჭამიის სისხლიანი დაბადების დღე – 20 წლის ბიჭის საქმეზე რვავე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ცხვარიჭამიის სისხლიანი დაბადების დღე - 20 წლის ბიჭის საქმეზე რვავე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდამცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმეზე დაკავებული 8 პირიდან გამოძიება ერთს, დავით ჯიჯეიშვილს განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება, 5-ს წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, ხოლო ორ პირს ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.