“უცნობის” სიძის საქმე სუსმა თაროზე შემოდო

"უცნობის" სიძის საქმე სუსმა თაროზე შემოდო“შაბათის ეთერის” მორიგი ხმაურიანი რეპორტაჟი – “ტვ პირველის” ჟურნალისტ-გამომძიებელთა ჯგუფის მიერ მოპოვებულია ოფიციალური დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” სიძეს დაჭერას უპირებდნენ, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც “უცნობი” ისევ ბიძინა ივანიშვილის მაქებართა რიგებს შეუერთდა.

უფრო კონკრეტულად, მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ “უცნობის სიძე” სავარაუდოდ დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა სახელმწიფო კომპანიის თანამშრომელთან. საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს ფოსტის ბუღალტერმა, სახელმწიფო კომპანიიდან “უცნობის სიძეს” 187 ათასი ლარი არასანქცირებულად გადაურიცხა.

გარდა ამისა, სუსი წერს, რომ გიორგი შარაშიძე სახელმწიფო კომპანიებს გავლენიანი სიმამრით აშანტაჟებდა და სახელმწიფო ტენდერების მოგებას კი ჩაწყობით ცდილობდა.

ტვ პირველი