ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული

„მთავარის” ინფორმაციით, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ტერიტორია ყვითელი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული.

“შკოდას” მარკის ავტომობილს, რომლის ერთ-ერთი მინაც ჩამსხვრეულია, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები ათვალიერებენ. სავარაუდოდ, ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზეა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.