ვარკეთილში პოლიციელს სცემეს

 ვარკეთილში პოლიციელს სცემესარსებული ინფორმაციით, ვარკეთილში პოლიციელი სცემეს – არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს ოთხი ადამიანი პოლიციის განყოფილებასთან გაუსწორდა.

ერთი ვერსიით, მოძალადეებს, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, შენიშვნა არ ესიამოვნათ.

სიტყვიერი შელაპარაკება კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები აფთიაქიდან და მაღაზიებიდან წაიღო, თუმცა ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ მასალა მთლიანად წაშლილია.

დაკავებულების ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა საქმე შეკერეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, რომ მან თითქოს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომელს და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც იგი არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

თუ მართლა გცემეს, დაგჩაგრეს, დაგიხისეს ჟილეტი და “პაგონები” ჩამოგახიეს, რატომ მიდიხარ აფთიაქში და რატომ შლი ჩანაწერებს?! მაქსიმუმ, რაღაც წვრილმან ხულიგნობას ჰქონოდა ადგილი”- აცხადებს ადვოკატი.