„6 მილიარდი დაგახარჯეთო… ასე უთვლდნენ კოლონიზატორები თავიანთ კოლონიებს დანახარჯებს…“ – ხათუნა ხოფერია

„6 მილიარდი დაგახარჯეთო… ასე უთვლდნენ კოლონიზატორები თავიანთ კოლონიებს დანახარჯებს…“ - ხათუნა ხოფერიახათუნა ხოფერია სოციალურ ქსელსი წერს:

“მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება”.- აბრაამ ლინკოლნი.

კელი დეგნანს ეს სიტყვები გაგონილიც არ ექნება. და რომც ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, ვერც ჩაწვდება მის აზრს.

ეს სიბრძნე ამერიკის მე-16 პრეზიდენტს ეკუთვნის. პრეზიდენტს, რომელმაც მე-19 საუკუნის 30 წლიბში გააუქმა მონობა!

მე-19 საუკუნეში! მონობა! სხვათაშორის, ლინკოლნი რესპუბლიკელი იყო! დიახ, რესპუბლიკურმა პარტიამ იომა მონობის გასაუქმებლად, ხოლო დემოკრატები მონობის ინსტიტუტის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ!სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ისტორიული ქვეცნობიერი, რომელიც კელი დეგნანისა და მისი დემენციური პრეზიდენტის პოლიტიკური და ადამიანური ქცევების უკან დგას!

დიახ, ისინი ტიპიური კოლონიზატორები არიან! ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი კოლონიზატორის გენეტიკური კოდით!

რაო, რა თქვა ერდოღანმა?

“7 ტრილიონი მოითხოვა ამერიკამ ახლო არმოსავლეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანაშიო” .

რაო, რა თქვა კელიმ?

“6 მილიარდი დაგახარჯეთო”…

ასე უთვლდნენ კოლონიზატორები თავიანთ კოლონიებს “დანახარჯებს…

რა საოცარი რამაა ისტორიული მეხსიერება. ის ყოველ ადამიანშია და მის ბუნებრივ ინსტიქტებსა და ყოფაზე დომინირებს.

აი, მაგალითად კუ კლუქს კლანი -KKK- რომელიც დღესაც ფუნქციონირებს გარკვეული ფორმით. ის მე-19 საუკუნიდან არსებობს და მიმიკრირებს პოლიტიკურ თუ სოციალურ გარემოსთან.

ლინჩის წესით გასამართლებიდან დაწყებული, შიშის დათესვის მიზნით ჯვრების დაწვის ცერემონიალით დამთავრებული და რაც მთავარია – მეორე ხარისხის ადამიანების დასჯისა და განადგურების ფაქტებით, KKK არსად გამქრალა, ის აქაა… კელის დეგნანის მეხსიერებაში, მის ისტორიულად დაბინძურებულ ქვეცნობიერში.

მოკლედ, ამდენი იმისთვის ვწერე, რომ დღეს გამოქვეყნებული წერილი, (რომელსაც თან ვურთავ) , არის ძალზედ დროული და უტყუარი ფაქტებით დატვირთული. აქ ისევ განვმეორდები და ლინკოლნს მოვიშველიებ: “მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება.”

სწორედ ამისთვის მადლობა საზმოძრაობა- “ხალხის ძალა”-ს.

დღეს სიმართლე წყალივით სწყურია ხალხს! მადლობა, რომ დაარღვიეთ “გამაყრუებელი” სიჩუმე საქართველო უპირველეს ყოვლისა!”