ზიზი ტატიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არ გაეკაროთ ჩვენს ჯანდაცვას!
ქვის ხანაში ვართ ამ ყაჩაღების ხელში!
ჩემს დეიდაშვილს დაუდასტურდა კუჭის სიმსივნე და აქ ჩატარებული ანალიზების საფუძველზე გადაწყვიტა ემკურნალა თურქეთში.
სარფიდან 150 კილომეტრში ტრაპიზონში არის უთამანედროვესი თავისი აღჭურვილობით კლინიკა -სადაც მანქანით ჩავიდა და საზღვრიდან კი ტაქსით მივიდა კლინიკამდე. ერთი ღამე საავადმყოფოსთან არის სასტუმროს ტიპის პალატა სადაც მეუღლესთან ერთად 3 ჯერადი კვებით ჯდება – 100$ დღე! მუშაობენ ექიმები ჩვეულებრივად შაბათ კვირასაც და ტარდება უწყვეტად ყველა პროცედურები ჩვენგან განსხვავებით1
აქ ნორმალურად არჩატარებულ ანალიზებზე და მკურნალობაზე არ გავჩრდები რაც ისედაც წარმოიდგინეთ!
მთავარი!- სამდღიანი მაღალი ხარისხის ქიმია რომელიც ერთად ითვლება ჯდება — 500$ რაშიც საქართველოში უთხრეს – 6000 ლარი! — აქ შესთავაზეს სახელმწიფო დაფინანსება! ანუ სახელმწიფო გადასახდელების გადამხდელების ფულს 6000 ლარს იღებს იმ ქიმიაში რომელიც უფრო მაღალი ხარისხისაა თურქეთში და ღირს 500$! – რომ აღარაფერი ვთქვათ მკურნალობის ხარისხზე.. ავადმყოფთან ექიმების ურთიერთობაზე.. ყურადღებაზე და მკურნალობის პირობებზე!
აქვე ყურისძირში უმაგრესი მკურნალობა და წამლები ჯდება ნახევარი ფასი რასაც აქ მიიღებთ ბევრად ძვირად.. რიგებში დგომით და საეჭვო ხარისხით!
რა დღეში ვართ!“

